ლონდონში, პარლამენტის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტს ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს
ლონდონში, პარლამენტის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტს ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს

ლონდონში პარლამენტის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტს ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

ადგილობრივი დროით, 7:40 საათზე ავტომობილი დამცავ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, ავტომობილის მძღოლი იქვე დააკავეს.

უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანა. დროებით დაიხურა ვესტმინსტერის მეტროსადგური.