ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა, პოლიციამ 40-მდე დემონსტრანტი დააკავა
ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა, პოლიციამ 40-მდე დემონსტრანტი დააკავა

ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა.

ერთ-ერთ მათგანს შუშის ბოთლის მოხვედრის გამო სახის არეში მძიმე ჭრილობა აქვს მიღებული.

მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის 40-მდე მონაწილე დააკავა, რომლებიც თავს ესხმოდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პერსონალს, ცდილობდნენ გზის გადაკეტვას და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მსვლელობა პალესტინის სოლიდარობის კამპანიისა და სხვა ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 8000-დან 10000-მდე იყო.