ლონდონში, ნოტინგ ჰილის კარნავალის ფარგლებში, პოლიციამ 395-ზე მეტი პირი დააკავა
ლონდონში, ნოტინგ ჰილის კარნავალის ფარგლებში, პოლიციამ 395-ზე მეტი პირი დააკავა

დიდ ბრიტანეთში, ნოტინგ ჰილის კარნავალმა კვლავ ინციდენტების ფონზე ჩაიარა. ღონისძიებაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, ლონდონის დასავლეთ ნაწილში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინციდენტების დროს 30 სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა. სკოტლანდ იარდის ცნობით, კარნავალის ფარგლებში, პოლიციამ 395-ზე მეტი პირი დააკავა.

ამასთან, ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს 37 ცივი იარაღი, ასევე მეტალის სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, წელს დაკავებების მაჩვენებელი 2017 წლის მონაცემებს თითქმის 100-ით აღემატებოდა.

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ნოტინგ ჰილის კარნავალი 27 აგვისტოს დასრულდა.