ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს

23:32, 17.05.2026

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

პოლიციის ცნობით, 20 დაკავებული მიგრაციის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობდა.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ხუთ პოლიციელზე, თუმცა მათგან არცერთს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

შეგახსენებთ, ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი