ლონდონში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ლონდონში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ლონდონში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პოლიციის მიერ აქციის დაშლის მცდელობისას, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს შუშის ბოთლები დაუშინეს. ამის გამო პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები არაკანონირია, რადგან ლონდონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, მასშტაბური შეკრებები აკრძალულია.