ლონდონში, ირანის საელჩოსთან, საპროტესტო აქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

17:43, 20.06.2025

ლონდონში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს.

აქცია ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. პოლიცია მომხდარს უშუალოდ საელჩოსთან არ აკავშირებს.

მსგავსი