ლონდონში „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა დღეს გაიმართება
ლონდონში „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა დღეს გაიმართება

დღეს, ლონდონში, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნაზე ისაუბრებენ.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირისპირ დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავს G7-ის როლის გამყარებასა და მეტად კოორდინირებული ზომების შემუშავებას მათ საპირისპიროდ, ვინც არსებულ მსოფლიო წესრიგს უთხრის ძირს.

ბრიტანული და ევროპული სადაზვერვო სააგენტოების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი დასავლური სამყაროს მიმართ უნდობლობის გაძლიერებას ცდილობენ არჩევნებისა და „კოვი-19“-ის ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობით.

„როდესაც ჩვენ სიცრუეს, პროპაგანდას და ყალბ ამბებს ვიგებთ, აუცილებელია, რომ მათზე არა ინდივიდუალური, არამედ ერთობლივი რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმის გზით“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დომინიკ რააბმა.

G7-ის შეხვედრას, რომელიც 3-5 მაისს გაიმართება, ასევე დაესწრებიან სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები.