ლონდონში, ჩარინგ-კროსის სადგურიდან პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა
ლონდონში, ჩარინგ-კროსის სადგურიდან პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა

ლონდონში, ჩარინგ-კროსის სადგურიდან პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.

როგორც პოლიციაში განმარტეს, სადგურზე მყოფი მამაკაცი ამბობდა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.

„ინციდენტი ჩარინგ-კროსის სადგურზე მოხდა. ამჟამად მამაკაცი დაკავებულია. მგზავრების ევაკუცია მათი უსაფრთხოების მიზნით მოხდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდაცავების ცნობით, სადგური მუშაობას მალე განაახლებს.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩარინგ-კროსის სადგურზე მობილიზებულია პოლიცია.

სადგური ინგლისის დედაქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს.

დატოვე კომენტარი