ლონდონში ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მედიასაშუალების ცნობით, საპროტესტო გამოსვლა ანტიიმიგრანტი და ანტიისლამისტი აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერაა ორგანიზებული. პარალელურად, ლონდონში იმართება კონტრდემონსტრაცია სახელწოდებით „წინ აღუდექი რასიზმს“.
ლონდონში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, ქუჩებში უსაფრთხოებას 1600 ოფიცერი უზრუნველყოფს.
ანტიიმიგრაციული მსვლელობის მონაწილეებს აქვთ ბრიტანეთისა და ინგლისის დროშები. ასევე, ზოგიერთ აქვს აშშ-ისა და ისრაელის დროშები. ზოგიერთ დემონსტრანტს ახურავს დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობის ქუდი.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ.