ლონდონში, ანტიიმიგრაციულ საპროტესტო აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა
ლონდონში, ანტიიმიგრაციულ საპროტესტო აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის დაწყების შემდეგ, დღის პირველი ნახევარი მშვიდობიანი იყო, თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოგვიანებით ოფიცრები „მიუღებელი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ“, რადგან მათი მისამართით სხვადასხვა სახის ნივთებს ისროდნენ.
პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა.
აქცია მემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკოსები მისი იდეების გამეორებისთვის გააკრიტიკა. რობინსონის თქმით, დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ არალეგალური მიგრანტების უფლებები „ადგილობრივი საზოგადოების“ უფლებებს აჭარბებს.
ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ვიდეოკავშირის საშუალებით ისაუბრა „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
„რაღაც უნდა გაკეთდეს. პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ილონ მასკმა.
ცნობისთვის, ტომი რობინსონი ოქტომბერში დააპატიმრეს სირიელი ლტოლვილის შესახებ, რომელმაც მას ცილისწამებისთვის უჩივლა, ცრუ ინფორმაციის გამეორებისგან თავის შეკავების ბრძანების უგულებელყოფისთვის. ის ციხიდან წელს გაათავისუფლეს.