ლონდონში ​ბრექსიტის მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით დემონსტრაციას მილიონი ადამიანი ესწრებოდა

01:46, 24.03.2019

ბრიტანეთში ბრექსიტთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გამართულ აქციას მილიონი ადამიანი ესწრებოდა. ამის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლონდონის მერი, სადოკ ჰანი , შოტლანდიის პირველი მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.

აქციის მსვლელობისას დემონსტრანტები განმეორებითი რეფერენდუმის გარდა, პრემიერ მინისტრ, ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვდნენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ბრიტანეთში ბრექსიტის მომხრეების აქციაცაა დაგეგმილი.

მსგავსი