ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსითზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მომდევნო კვირას იწყება

18:22, 10.07.2018

ბრექსითის საკითხზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ლონდონსა და ბრიუსელს შორის, მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ ევროკომისარმა ბრექსითის საკითხებში, მიშელ ბარნიემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მხრიდან დელეგაციას ბრექსითის საკითხებში ახალი მინისტრი, დომინიკ რააბი ჩაუდგება სათავეში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გუშინ წარადგინა.

ყოფილმა მინისტრმა, დევიდ დეივისმა თანამდებობა მასსა და ტერეზა მეის შორის არსებული უთანხმოების გამო დატოვა. დეივისის თქმით, ის პრემიერს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგიასთან დაკავშირებით არ ეთანხმება

მსგავსი