ლონდონის ტერორისტულ ინციდენტში ეჭვმიტანილი 29 წლის ასაკის, სუდანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქეა
ლონდონის ტერორისტულ ინციდენტში ეჭვმიტანილი 29 წლის ასაკის, სუდანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქეა

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან ველოსიპედით და ქვეითად მოსიარულეებთან შეჯახებაში ეჭვმიტანილი მძღოლის ვინაობა დადგენილია. ის სუდანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, 29 წლის სალიჰ ხატერი აღმოჩნდა.

თავდასხმის მოტივი მედიისთვის უცნობია. თუმცა, მომხდარს კვლავ ტერაქტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული და ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს.

თავდამსხმელის ვინაობის გარკვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა სამ სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

ლონდონში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად, სამი პირი მსუბუქად დაშავდა. ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დააკავეს.