ინციდენტი ლონდონის სამხრეთით, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ ტერაქტად გამოაცხადა
ინციდენტი ლონდონის სამხრეთით, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ ტერაქტად გამოაცხადა

პოლიციამ ლონდონის სამხრეთში ინციდენტი ტერაქტად გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი ლონდონის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე ადამიანს დანით თავს დაესხა. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ლონდონის პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათი ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილთან მიახლოებას მოერიდონ.