ლონდონის სამხრეთ ნაწილში მატარებლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

14:25, 18.06.2018

ლონდონის სამხრეთ ნაწილში მატარებლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სატრანსპორტო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ბრიქსტონთან ხალხმრავალ სადგურში, ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა.

ამჟამად პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

მსგავსი