ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ფაქტს ტერორისტულ ინციდენტად აფასებს
ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ფაქტს ტერორისტულ ინციდენტად აფასებს

ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ფაქტს ტერორისტულ ინციდენტად აფასებს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილით ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი, პარლამენტის მახლობლად დამცავ ჯებირს შეეჯახა, დაკავებულია.

ავტომობილში ეჭვმიტანილის გარდა არავინ დაშავებულა. ინციდენტის შედეგად კი, ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებას კონტრტერორისტული განყოფილება აწარმოებს.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.