ლონდონის მერის პრესმდივანი - აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები სადიკ ხანის შესახებ საშინელი და მიუღებელია
აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები ლონდონის მერის, სადიკ ხანის შესახებ საშინელი და მიუღებელია, – ამის შესახებ სადიკ ხანის პრესმდივანმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება სადიკ ხანის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონის ამჟამიდელი მერის პირობებში ლონდონს შარიათის კანონზე გადასვლა სურს.
„ჩვენ არ ვაპირებთ, საშინელ და მიუღებელ კომენტარებს პატივი ვცეთ ჩვენი პასუხით. ლონდონი მსოფლიოში უდიდესი ქალაქია, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აშშ-ის მსხვილი ქალაქები და ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით აქ გადმოსული აშშ-ის მოქალაქეების რეკორდულ რაოდენობას“, – განაცხადა სადიკ ხანის პრესმდივანმა.
სადიკ ხანი, ლონდონის პირველი მუსლიმი მერი 2016 წელს აირჩიეს.