ლონდონის მერი - პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა კვლავ ჩამორჩება დანარჩენი მსოფლიოს მიდგომას
ლონდონის მერი - პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა კვლავ ჩამორჩება დანარჩენი მსოფლიოს მიდგომას

ჩვენი მიდგომა კვლავ ჩამორჩება დანარჩენი მსოფლიოს მიდგომას, – ასე გამოეხმაურა ლონდონის მერი, სადიქ ხანი მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაიკლ გოვეს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ინგლისში მაღაზიებში ნიღბების ტარების მომხრე არ არის.

ლონდონის მერი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ პანდემია დასასრულისგან ჯერ ძალიან შორს არის, მაგრამ მათი პასუხი კიდევ ერთხელ განსხვავდება დანარჩენი მსოფლიოს მიდგომისგან.

შეგახსენებთ, მაიკლ გოვემ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმჯობესია ხალხის საღ აზრს ენდონ.