ლონდონის მერი ბავშვთა ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ფარგლებში, ტრანსპორტში გარკვეული სახის პროდუქტების რეკლამის აკრძალვას ითხოვს
ლონდონის მერი ბავშვთა ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ფარგლებში, ტრანსპორტში გარკვეული სახის პროდუქტების რეკლამის აკრძალვას ითხოვს

ლონდონის მერი სადიკ ჰანი ბავშვთა ჭარბწონიანობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალებებში ცხიმის, მარილისა და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების რეკლამის აკრძალვას ითხოვს.

გარდა ამისა, მერი ინიციატივით გამოდის, სკოლებთან 400 მეტრის რადიუსში აიკრძალოს სწრაფი კვების ობიექტების გახსნა.

„ბავშვებში ჭარბწონიანობა – ეს არის ნელი მოქმედების ბომბი და მე ვისურვებდი, ბევრად გადამწყვეტ ქმედებას. სწორედ ამიტომ მაქვს ინიციატივა, ავკრძალოთ არაჯანსაღი საკვების რეკლამა მეტროებსა და ავტობუსებში“, – განაცხადა ლონდონის მერმა.

ოფიციალური მონაცემებით ლონდონში 10 და 11 წლამდე ასაკის მოზარდთან 40 პროცენტს ჭარბწონიანობის პრობლემა აწუხებს. მთავრობის გადაწყვეტილებით. ბრიტანეთში უკვე აიკრძალა ტელევიზიით ცხიმის, შაქარის და მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტების რეკლამა.