ლონდონის მეჩეთში დავდასხმისას ერთი ადამიანი დაიჭრა

21:20, 20.02.2020

ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთში თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დანით შეიარაღებულმა პირმა 70 წლის მამაკაცი დაჭრა. დაჭრილი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მედიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ბიბისის“ ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი