ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონების გაშვების საქმეზე ორი პირი დააკავეს
ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონების გაშვების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონის გეთვიკის აეროპორტში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა.

BBC-ის ცნობით, დაკავებულთა შესახებ პოლიცია არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან, სამართალდამცველები მუშაობენ, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.

გეთვიკის აეროპორტში დრონები 19 დეკემბერს გამოჩნდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კიდევ ერთხელ შენიშნეს. ინციდენტის გამო, ორი დღის განმავლობაში აეროპორტი პარალიზებული იყო.