ლონდონის ჩრდილო -აღმოსავლეთ რაიონში აფეთქება მოხდა
ლონდონის ჩრდილო -აღმოსავლეთ რაიონში აფეთქება მოხდა

ლონდონის ჩრდილო -აღმოსავლეთ რაიონში აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

სკოტლენდ იარდის განცხადებით, მომხდარს სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რამ გამოიწვია აფეთქება უცნობია. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.