ლონდონის ცენტრში ტერორისტული ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთის პოლიციამ ორ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარა
ლონდონის ცენტრში ტერორისტული ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთის პოლიციამ ორ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარა

ლონდონის ცენტრში ტერორისტული ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთის პოლიციამ ორ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ბირმინგემის ორ დაწესებულებასა და ნოტინგემის საცხოვრებელ რაიონში ჩაატარეს.

გუშინ ლონდონში ავტომობილი ხალხში შევარდა, შემდეგ კი პარლამენტის მახლობლად დამცავ ჯებირს შეეჯახა.

სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მანქანის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია. პოლიცია შემთხვევას ტერაქტის მცდელობად აფასებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს, როგორც ჩანს, იყო მიმართული ქმედება, ასევე მეთოდისა და ღირსშესანიშნავი ადგილის გათვალისწინებით, ჩვენ მომხდარს ტერორისტულ ინციდენტად განვიხილავთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენელმა.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამართალდამცველების ცნობით, ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.