ლონდონის ცენტრში ევაკუაცია ორ მამაკაცს შორის ჩხუბს მოჰყვა
ლონდონის ცენტრში ევაკუაცია ორ მამაკაცს შორის ჩხუბს მოჰყვა

ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მეტროპოლიტენის სადგურ Oxford Circus-ში პანიკა და მოქალაქეების ევაკუაცია ორ მამაკაცს შორის ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელ ხაზზე ზარი სხვადასხვა მოქალაქეებისგან შევიდა. პირველი ზარი ადგილობრივი დროით 16:38-ზე დაფიქსირდა. მათ პოლიციას აცნობეს, რომ მეტროში სროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მივიდა სპეცრაზმიც.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.საათნახევრის შემდეგ, Oxford Circus-ის მეტროპოლიტენის სადგური კვლავ ამუშავდა.

BBC-იმ ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით იმ ორი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელთა შორის მეტროპოლიტენის სადგურის ბაქანზე ჩხუბი მოხდა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დეტალები სამართალდამცავ ორგანოს შეატყობინონ.