ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ამ დროისთვის მზარდია
ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ამ დროისთვის მზარდია

ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ამ დროისთვის მზარდია. დილით დაფიქსირებული კლების შემდეგ, ფასიანი ქაღალდების ღირებულება გაიზარდა და კვლავ 14 გირვანქა სტერლინგზე მეტია.

ბოლო მონაცემებით, აქციის ფასი 14.42 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. შესაბამისად, ზრდა 2 პროცენტს აჭარბებს.

გუშინ „თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 5.38 პროცენტით გაიაფდა. თუ ვაჭრობის დაწყებისას ერთი ფასიანი ქაღალდი 15 გირვანქა სტერლინგი ღირდა, დღის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 14.08 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. ამასთან, გუშინ, დღის ბოლოსკენ გაიზარდა ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა.