ლონდონის „არსენალი“ იურიან ტიმბერის ტრანსფერთან ახლოსაა - ნიდერლანდელი ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ იურიან ტიმბერის ტრანსფერთან ახლოსაა - ნიდერლანდელი ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველთან, იურიან ტიმბერთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი უკანახაზელი „მეთოფეებთან“ ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ტიმბერის წლიური ანაზღაურება კი 8 მილიონი ევრო იქნება.

წყაროს ცნობით, პრემიერლიგის გრანდი 22 წლის ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს გადაიხდის (ბონუსების ჩათვლით). „მეთოფეებმა“ „აიაქსისთვის“ გასულ კვირას გაკეთებული შეთავაზება გააუმჯობესეს.

ტიმბერით 2022 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა, წელს კი იგი მიუნხენის „ბაიერნის“ რადარზე იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იურიენი მაინც „ემირეიტსზე“ აღმოჩნდება.

გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამსტერდამულ გრანდს ის ორი გოლითა და ორი საგოლე პასით დაეხმარა.