ლონდონიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

00:25, 05.04.2020

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან ავიარეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა.

რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა.

მგზავრებს აეროპორტში მედიკოსები სპეციალური აღჭურვილობით დახვდნენ. მათ ადგილზევე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

180-ვე პირი საკარანტინო სივრცეში გაივლის 15-დღიან იზოლაციის პერიოდს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კლინიკაში გამოიკვლევენ.

მსგავსი