ლონდონი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების გადაცემას მოითხოვს
ლონდონი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების გადაცემას მოითხოვს

ლონდონი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების გადაცემას მოითხოვს. ამის შესახებ ბრიტანული Gurardian-ი წერს.

ჟურნალისტების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ უკვე მოამზადა საბუთები, რომლითაც რუსეთისგან აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირებას მოითხოვს.

გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ უკვე დაადგინა რუსეთის ორი მოქალაქის ვინაობა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური შხამის, „ნოვიჩოკის“ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ცნობით, ორივე ეჭვმიტანილმა სკრიპალის მოწამვლის შემდეგ მალევე დატოვა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია.

რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 2018 წლის მარტში დიდ ბრიტანეთში მოწამლეს. ლონდონში აცხადებენ, რომ სკრიპალები რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამლეს. მომხდარის გამო გაერთიანებული სამეფოდან რუსი დოპლომატები გააძევეს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.