ლონდა თოლორაია - შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შესაძლოა მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
ლონდა თოლორაია - შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შესაძლოა მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ლონდა თოლორაიას განცხადებით, შესაძლოა აღაიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

​როგორც ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ განუცხადა, აღნიშნული საქმის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვება ხდება.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის 15 წლის იყო და ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობით სქესობრივი კავშირი დანაშაულია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდეგ, დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობაც დადგება. შესაძლოა, მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.