ლონდა თოლორაია - სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია, მთავარია, ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად
ლონდა თოლორაია - სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია, მთავარია, ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად

სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მიღწევების პარალელურად ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო, ისე ცალკეულ უწყებებთან თუ პროცესის მონაწილეებთან თანამშრომლობის კუთხით, რომლებთანაც გამკლავება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ყველაზე ეფექტიან ინსტიტუციად. სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია. მთავარია, ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ისეთ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.