ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში უნდა აღინიშნოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი
ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში უნდა აღინიშნოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას, ხაზი გაუსვა სამსახურის ახალი ფუნქციის დამატების მნიშვნელობას. მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებას წლების განმავლობაში ელოდა როგორც ქვეყანა, ისე საერთაშორისო პარტნიორები.

„მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების განხორციელება სამსახურმა 2019 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო. სამსახურისთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭების მიზანი იყო სამოხელეო დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა და ამ კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება. პარლამენტთან ერთად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში აუცილებლად უნდა აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი, რომელიც დღემდე რჩება ამ ინსტიტუტის აქტიურ მხარდამჭერად. საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფუნქციის ამოქმედებიდან დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას სამსახურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.