ლომინაძის სადებიუტო გოლით „ეშტორილმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა #1TVSPORT
ლომინაძის სადებიუტო გოლით „ეშტორილმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა #1TVSPORT

ნოდარ ლომინაძემ პორტუგალიაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ეშტორილს“ „ავეშთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიის ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და ანგარიში გახსნა, შედეგად კი 7,0 ქულა დაიმსახურა.

ქართველმა ნახევარმცველმა თავი მე-12 წუთზე გამოიჩინა და გუნდის წარმატებას დაუდო სათავე. შედეგად, „ეშტორილმა“ სეზონში პირველად მოიგო და 5 ტურის შემდეგ 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.