„ლოკომოტივს“ ლიდერი უბრუნდება
„ლოკომოტივს“ ლიდერი უბრუნდება

ეროვნული საფეხბურთო ლიგის აუტსაიდერს თბილისის „ლოკომოტივს” მალე ერთ-ერთი ლიდერი დაუბრუნდება. გუნდის ცნობით, ცხრათვიანი პაუზის შემდეგ რატი არდაზიშვილმა ვარჯიში განაახლა – 20 წლის ნახევარმცველი რამდენიმე კვირაში სრულ დატვირთვაზეც გადავა.

გასული სეზონი „ლოკომოტივის” ფეხბურთელმა კარგად დაიწყო, მაგრამ ზაფხულში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მუხლის დაუზიანდა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა.

თბილისელთა ნახევარმცველს ოპერაცია შარშან 15 აგვისტოს წარმატებით ჩაუტარდა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.