მეკარეები: ლუკა შეროზია, რეზი ლომიძე.
მცველები: გიორგი გაბაძე, თორნიკე კაპანაძე, ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, რატი მჭედლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები: თემურ შონია, თორნიკე ძებნიაური, ბექა დარცმელია, ლევან ჟორდანია, სანდრო შეწირული, დავით სამურკასოვი, სანდრო კობახიძე, დათო კირკიტაძე, ომარ ულადი.
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, მამია გავაშელიშვილი, გიორგი იაკობიძე, რევაზ ინჯგიამ შოთა შეყილაძე.
თბილისურ გუნდთან ერთად ემზადება ნიდერლანდების მოქალაქეობის მქონე 22 წლის იმრან ულად ომარი, რომელიც ფლანგის და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. კარიერა „აქილეს 29“-ში დაიწყო, 2018 წლის მარტში კი სლოვაკურ „ტრენჩინში“ ჩაირიცხა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში – „დენ ბოსჰში“. ერთი წლის შემდეგ, რუმინეთის „აკადემიკა კლინსენში“ აღმოჩნდა.
„ლოკომოტივი” თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს: 10 თებერვალს „კიოგესთან” (დანია), 13 თებერვალს – „მარიუპოლტან” (უკრაინა), 16 თებერვალს – „ფრედერიციას” (დანია), ხოლო დასკვნით სპარინგს 19 თებერვალს „ტუკუმსისთან” (ლატვია) ითამაშებს.