„ლოკომოტივმა“ მეკარე „დინამოდან“ დაიმატა
„ლოკომოტივმა“ მეკარე „დინამოდან“ დაიმატა

თბილისის „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – დემეტრე ბულისკერია. ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

19 წლის მეკარე თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ბულისკერია „ლოკომოტივში“ 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

ბულისკერია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, არის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი და 21-წლამდე ნაკრების კანდიდატი. გასულ სეზონში, დემეტრემ „დინამოს“ მაისურით, ეროვნულ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა.