„ლოკომოტივმა“ ისევ მოიგო
„ლოკომოტივმა“ ისევ მოიგო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-16 ტური დაიწყო. პირველი მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ანგარიში მე-17 წუთზე ოთარ კობახიძემ გახსნა. ფოთელებმა 32-ე წუთზე ილია მიხაილოვის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ხუთ წუთში კობახიძემ დუბლი შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.

ამ მოგებით „ლოკომოტივმა“ 18 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ გაასწრო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა – ამჟამად, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი მე-6 ადგილზე დაწინაურდა, კოლხები კი 14 ქულის ამარა დარჩნენ და ისევ მე-8 არიან.