” ლოკომოტივმა” “დინამო” დაამარცხა

16:19, 13.11.2017

ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებმა სეზონის დასრულებამდე ბოლო სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და საკონტროლო შეხვედრები გამართეს.

თბილისის “დინამომ” დიღმის ბაზაზე თანაქალაქელ “ლოკომოტივს” უმასპინძლა. გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რადგან ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი მიავლინეს.

“დინამოს” გიორგი ზარიაც აკლდა, რომელსაც გამოკვლევებმა მუხლის პრობლემა დაუდგინა და ახლო მომავალში ოპერაციას გაიკეთებს.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ანგარიში ლოკომოტიველმა ლუკა კიკაბიძემ გახსნა, მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტი თავურით წონასწორობა აღადგინა და თბილისის “დინამოში” თავი პირველად გამოიჩინა. საბოლოო შედეგი კი გიორგი გოროზიამ დააფიქსირა და “ლოკომოტივმა” 2:1 მოიგო.

მსგავსი