"ლოკომოტივმა" არველაძის ტრანსფერი დაადასტურა
"ლოკომოტივმა" არველაძის ტრანსფერი დაადასტურა

თბილისის “ლოკომოტივმა” ვატო არველაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და დეტალები დააკონკრეტა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისური კლუბის 20 წლის თავდამსხმელი 20 მაისს პოლონეთში გაემგზავრა და კელჩესკორონასთან” კონტრაქტი გააფორმა.

“ლოკომოტივის” ცნობით, 20 წლის თავდამსხმელმა “კორონასთან” ხელშეკრულება ოფციონის წესით გააფორმა – კონტრაქტი ორწლიანია, თუმცა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

არველაძე “ლოკომოტივში” 2015 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში რვა გოლი გაიტანა. არველაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი 20-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში სისტემატურად იწვევენ.

ვატო პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბს 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება. მანამდე კი ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში “ლოკომოტივს” დაეხმარება.