ლოკომოტივის კაპიტანი - თბილისში თამაში ჩვენთვის კომფორტული იქნება
ლოკომოტივის კაპიტანი - თბილისში თამაში ჩვენთვის კომფორტული იქნება

თბილისის „ლოკომოტივს“ უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინული გუნდი, კრაიოვას „უნივერსიტატეა” შეხვდება.

რა მოლოდინი აქვთ ფეხბურთელებს და როგორ აფასებენ მეტოქეს, ამის შესახებ, „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დავით უბილავამ ილაპარაკა.

„ჩვენთვის უცნობი გუნდია და ახლა, მეტოქეზე ბევრს ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. ისე, პოტენციური მეტოქეებიდან, ყველასთან საბრძოლველად მზად ვიყავით. ოთხივე ისეთი გუნდი იყო, რომ საგანგებოდ უნდა გვენახა მათი თამაშები, რასაც ახლა გავაკეთებთ და „უნივერსიტატეას“ კარგად შევისწავლით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რაც ძალიან სამწუხაროა, სახლში თამაშის ფაქტორს, ჩვენთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის კომფორტული იქნება“, – ამბობს დავით უბილავა.