„ლოკომოტივის“ კაპიტანი - ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენაა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ კაპიტანი - ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენაა #1TVSPORT

„საბურთალოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნებულმა დავით უბილავამ კომენტარი მოსამზადებელ ეტაპზე და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის მიზნებზე გააკეთა.

„მომზადება ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომელზეც რამდენიმე ამხანაგური მატჩი გვაქვს დაგეგმილი. გუნდში ახალწვეულებიც არიან და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ გუნდი შეთამაშდეს და სეზონის განახლებამდე 100 პროცენტით კარგ ფორმაში ვიყოთ. ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენაა და ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს დავით უბილავა.

დავით უბილავამ სეზონი „საბურთალოში“ დაიწყო, მაგრამ გუნდი დატოვა და „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, სადაც წლები გამოდიოდა და დიდი ხანი კაპიტნობდა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივში“ უბილავას გარდა, „საბურთალოდან“ ნოდარ იაშვილიც მივიდა, ხოლო გორის „დილადან“ – თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია. ამავე დროს, გუნდში ლეგიონერებსაც აკვირდებოდნენ.

თბილისელებმა შეკრებაზე ერთი საკონტროლო შეხვედრა საგურამოში წყალტუბოს „სამგურალთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და 0:1 დამარცხდნენ.