„ლოკომოტივის“ ფეხბურთელი სანდრო გურეშიძე - მოტივაციას არ ვუჩივით
„ლოკომოტივის“ ფეხბურთელი სანდრო გურეშიძე - მოტივაციას არ ვუჩივით

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუმინეთის კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ მატჩისთვის მოტივაცია საკმარისად გვაქვს – ამის შესახებ თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სანდრო გურეშიძემ ილაპარაკა.

„დიდი ხნის პაუზის შემდეგ, „ლოკომოტივი“ ევროთასებზე დაბრუნდა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ხვალაც და ზოგადად, ყველა მატჩში, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ძლიერი მეტოქე გვყავს. მათზე ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ. სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, როგორც ყოველი მორიგი მატჩისთვის. არანაირი წნეხი არ გვაქვს და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვართ განწყობილი. ასეთი დონის მატჩის წინ, მოტივაციას ნამდვილად არ ვუჩივით. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მოედანზე გავალთ და ვეცდებით, ჩვენი დავალებები ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ,“ – ამბობს სანდრო გურეშიძე.

დღეს, 27 აგვისტოს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის „ლოკომოტივი“ რუმინეთის კრაიოვას „უნივერსიტატეას“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.