„ლოკომოტივის“ 19-წლამდელები „ბაიერნის“ თანატოლებს დაუზავდნენ
„ლოკომოტივის“ 19-წლამდელები „ბაიერნის“ თანატოლებს დაუზავდნენ

მიუნხენის „ბაიერნისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდების დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩი დღეს, მიუნხენელთა საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა.

პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. „ბაიერნი“ მე-11 წუთზე, მარინ პუდიჩმა დააწინაურა. მეორე ნახევარში, მიუნხენელთა კარის ბადე შოთა შეყილაძემ შეარხია – „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ანგარიში 52-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1:1.

„წელს სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისელებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მეტოქე განსაკუთრებით კარგად ფიზიკურად გამოიყურებოდა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან ჰიონესმა.

სულიკო დავითაშვილის გუნდი თბილისში 8 ივლისს დაბრუნდება.

„ლოკომოტივმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გუგუშვილი (მიქავა), ჯაფარიძე (ბაქრაძე), სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, ჯინჭარაძე (ნაჭყებია), ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე (ძაძამია), გრძელიძე, ინჯგია (ქაჯაია), შეყილაძე (იაკობიძე).