თბილისის „ლოკომოტივმა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა გასვლაზე მარტვილის „მერანს“ მოუგო და პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, „ლოკომოტივი“ 24-ე წუთზე რეზო ინჯგიამ დაააწინაურა.
მსაჯის მიერ დამატებულ 90+7-ე წუთზე, მარტვილელთა თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა – 1:1.
თბილისელებმა მიზანს 110-ე წუთზე მაინც მიაღწიეს – ლაშა გვალიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სანდრო ანდრონიკაშვილმა მცველებს დაასწრო – ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ ბადეში აღმოჩნდა – 1:2. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ ანგარიშით 1:2 გაიმარჯვა და საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.