„ლოკომოტივი“ ორმა მოთამაშემ დატოვა - ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო და გუნდი უკვე ორმა მოთამაშემ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„რატი მჭედლიშვილმა და იოანე ტაბატაძემ თბილისის „ლოკომოტივი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს. რატი მჭედლიშვილი მიმდინარე სეზონში გუნდის კაპიტანი იყო. ის წლების განმავლობაში იცავდა ჩვენი კლუბის ღირსებას.
იოანე ტაბატაძე ჩვენი აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი პირველ გუნდში ორი სეზონის წინ შედგა. იგი 9 წლის მანძილზე იცავდა „ლოკოს“ ღირსებას“, – წერია „ლოკომოტივის“ განცხადებაში.
თბილისის „ლოკომოტივში“ არსებული ცვლილებების შესახებ პრესკონფერენცია 18 ივნისს გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა, რაზეც კლუბის ახალმა პრეზიდენტმა, გიორგი ყიფიანმა და „ლოკოს“ მფლობელმა, ლექსო თოფურიამ ისაუბრეს.
ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი უძველესი (1936 წელს დაარსდა) გუნდის ბორდის წევრი საქართელოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი შოთა არველაძე გახდა.