ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე დღეს ქართული ფილმის, „მთები, მარტოობა, სურვილი“ პრემიერა გაიმართება
ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე დღეს ქართული ფილმის, „მთები, მარტოობა, სურვილი“ პრემიერა გაიმართება

ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე დღეს ქართული ფილმის, “მთები, მარტოობა, სურვილი” პრემიერა გაიმართება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა.

ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმს „არჩევანი“ ჰქვია და იგი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. ფერების დიზაინზე იმუშავა ნიკო ტარიელაშვილმა.

რეჟისორების შერჩევა მოხდა ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინო კომისიის მხარდაჭერით. საბოლოო გადაწყვეტილება უნგრელმა რეჟისორმა ბელა ტარმა მიიღო, რომელიც პროექტის მენტორი იყო.

გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.