ლოიდ ოსტინსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრს შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
ლოიდ ოსტინსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრს შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პასტორიუსს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა იყო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოსტინმა პისტორიუსს განუცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის „საკვანძო მომენტშია“.

„როდესაც რუსეთის „უგუნური“ ომი უკრაინაში გრძელდება, ვაფასებ ყველაფერს, რასაც გერმანია აკეთებს უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თქვენი დახმარება და უკრაინის მცველების წვრთნა ფასდაუდებელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ უკრაინას წარმატების მიღწევაში. ასე რომ, ჩვენ საკვანძო მომენტში ვართ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“, – თქვა ოსტინმა.

პისტორიუსის თქმით, გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაზე და სწორედ ამიტომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.