ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით
ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დისტანციურად დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრას, სადაც უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე იყო საუბარი.

„უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინის არაჩვეულებრივი მებრძოლები აგრძელებენ ბრძოლას კრემლის დამპყრობლების წინააღმდეგ. პუტინი აგრძელებს დიდი რაოდენობის ჯარისკაცების მსხვერპლად გაწირვას მის მიერ არჩეულ უგუნურ და დაუფიქრებელ ომში. პუტინი იმედოვნებს, რომ რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეძლებს უკრაინელი ხალხის დემორალიზაციას და დაარღვევს უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მორალს“, – თქვა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა ასევე მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. მისი თქმით, უკრაინამ პუტინის ბოროტებას გამბედაობითა და დაუმორჩილებლობით უპასუხა.