ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

„არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება. უკრაინას აქვს უფლება, გარე ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს თავისი მომავალი საგარეო პოლიტიკა “, – აღნიშნა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი ურყევია.

რაც შეეხება უკრაინის განზრახვას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ოფიციალური კიევს თავდაცვის რეფორმის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ალიანსის წევრობის კრიტერიუმების მიღებას.

„ეს აგრეთვე ითვალისწინებს უკრაინის შესაძლებლობების ზრდას დემოკრატიული და სამოქალაქო კონტროლის, ასევე პერსონალის მართვასთან დაკავშირებით“, – დაამატა ოსტინმა.

გარდა ამისა, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-უკრაინას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება უზრუნველსაყოფად, რომ ამ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ლოიდ ოსტინმა დაამატა, რომ აშშ-ის პოზიცია არ შეიცვლება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მიმართ რეგულარული დახმარების გაწევის კუთხით და ოფიციალური ვაშინგტონი განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ, რომ ჩვენ თქვენს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ეს რეგიონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოსტინმა.

დატოვე კომენტარი