ლოიდ ოსტინი - უკრაინა კონტრშეტევას როცა დაიწყებს, ექნება შესაძლებლობა, აღადგინოს დაზიანებული აღჭურვილობა და დააბრუნოს ბრძოლის ველზე
ლოიდ ოსტინი - უკრაინა კონტრშეტევას როცა დაიწყებს, ექნება შესაძლებლობა, აღადგინოს დაზიანებული აღჭურვილობა და დააბრუნოს ბრძოლის ველზე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, როდესაც უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს, კიევს ექნება შესაძლებლობა, აღადგინოს დაზიანებული აღჭურვილობა და დააბრუნოს ის ბრძოლის ველზე. ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა არაერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა წვრთნებისა და სხვადასხვა სახის დახმარების უზრუნველყოფით.

„ჩვენი გზავნილი კვლავ მკაფიოა: დავრჩებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინამ გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, თუმცა უფრო მეტი კიდევ წინაა. უკრაინის ჯარები და მოქალაქეები არ არიან მარტო. მთელი მსოფლიოდან კეთილი ნების მქონე ქვეყნების ისტორიული მხარდაჭერის წყალობით, უკრაინა კარგ პოზიციაშია მომავალი გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ოსტინმა.

მისივე თქმით, პარტნიორები განაგრძობენ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად, და შემდგომი გარანტიების უზრუნველყოფას.