ლოიდ ოსტინი - ტაივანის სიახლოვეს ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციები რეპეტიციებს წააგავს, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაიბეის მიმართ მხარდაჭერას
ლოიდ ოსტინი - ტაივანის სიახლოვეს ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციები რეპეტიციებს წააგავს, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაიბეის მიმართ მხარდაჭერას

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციები ტაივანის სიახლოვეს რეპეტიციებს წააგავს და ოფიციალური ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაიბეის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ისინი თავიანთ რეალურ შესაძლებლობებს იკვლევენ. ეს ძალიან ჰგავს რეპეტიციებს“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ოფიციალური პეკინი სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს, რომ არსებული „მსოფლიო წესრიგით“ უკმაყოფილოა და მათი მიზანი, გლობალური ლიდერის როლიდან აშშ-ის ჩამოცილებაა.

„ჩვენ არ ვეძებთ არც დაპირისპირებას და არც კონფლიქტს. ჩვენ არ ვეძებთ ახალ „ცივ ომს“, ან მყარ ბლოკებად დაყოფილ სამყაროს. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები „ტაივანთან ურთიერთობების აქტით“ და მხარს დავუჭერთ ტაივანის უნარს, დაიცვას საკუთარი თავი და ასევე შევინარჩუნოთ ჩვენი შესაძლელობები, წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალის ნებისმიერ მიმართულებას, რომელიც ტაივანის ხალხის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ოსტინმა.

დატოვე კომენტარი